თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ითვალისწინებს დიდ ინტერესს, რომელსაც ეს ცვლილებები იწვევს და მომავალ კვირას აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ღია კარის დღეს დისტანციურად ZOOM პლატფორმის გამოყენებით.გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენ ვებგვერდს და ფეისბუქ გვერდს, სადაც განთავსებული იქნება ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა, თარიღი და ჩატარების დრო. გისურვებთ წარმატებას!