ENG

თსსა-ში შემოქმედებითი ტური გაიმართება 14, 15, 16 და 17 ივნისს. აპელაცია ჩატარდება 19 ივნისს.
რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, 5 ივნისს, თსსა-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება აბიტურიენტების სია (საინდენტიფიკაციო ნომრის მითითებით), გამოცდის ჩატარების თარიღთან ერთად. რის შემდეგ აბიტურიენტი მითითებულ რიცხვში და დროს გამოცხადდება თსსა-ში შემოქმედებით ტურზე.
1. აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათზე და გაიაროს
გამოცდისწინა რეგისტრაცია. გამოცდისწინა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ
აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში შემოქმედებით ტურზე - გამოცდაზე არ დაიშვება და ვერ
მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია
წარადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი;
• გამოცხადდეს საგამოცო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - 3 ცალი
პირპადე.
3. გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
• ფანქარი (მხოლოდ შავი);
• საშლელი;
• სახატავი დაფა 70X50 სმ, დაზიანებების გარეშე, რათა არ გამოიწვიოს სახატავი
ფორმატის დეფორმირება/დაზიანება;
● სახატავი ფორმატის დასამაგრებლად შესაბამისი რაოდენობის ფურცლის სამაგრი
(ჭიკარტი).
თუ აბიტურიენტი არის შშმ ან/და სსსმ პირია და საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო
გარემოს, მან წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს გამოცდის თარიღამდე 2 დღით
ადრე და წარადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის
შესახებ. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც
საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს
წარმატებას გისურვებთ!!!




მიმდინარე წლის 4-8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისს, ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში წყდება სასწავლო პროცესი - როგორც დისტანციური, ასევე აუდიტორიული. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა სემესტრის ვადების კორექტირება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში დაგეგმილი შემოქმედებითი ტურის თარიღი (2021 წლის 14-18 ივნისი) შესაძლოა ასევე კორექტირდეს, ქვეყანაში იმ პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

გაეცანით ბრძანებას

გთხოვთ ადევნოთ თვალი სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდს და ფეისბუქის გვერდს.

გისურვებთ წარმატებას!