13 ოქტომბერი, 2023
მიმართულების პროფესორების და მკვლევარების - Barbel Schmidt და Lucia Schwalenberg ვიზიტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის, ლეიდენის ტექსტილის მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში.
შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან - ყარამან ქუთათელაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან, მაია ქოიავა-ყიფიანთან, ვიცე-რექტორთან თინათინ კლდიაშვილთან და ტექსტილის დიზაინის მიმართულების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკება ეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას და ერთობლივ პროექტს - ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ისტორიული შენობა, ტექსტილის დიზაინის სტუდიები და გობელენის მუზეუმი. ისინი დაესწრნენ ვორქშოფს ლურჯი სუფრის ლაბორატორიაში.