ENG

17.04.2019 - თსსა არქიტექტურის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. 
მისი ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი შენგელიას, მიერ წარდგენილ იქნა ქვეყნის მასშტაბით ბელვედერის ესკიზური პროექტის საკონკურსო წინადადება სტუდენტებისათვის, რომელსაც ესწრებოდნენ თსსა რექტორი გიორგი გუგუშვილი, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ამაშუკელი და კანცლერი კახა ტრაპაიძე. 
განხილულ იქნა ბელვედერის სავარაუდო ლოკაციები და კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის განხორციელების გეგმები.
შეხვედრის ბოლოს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის.

ტესსა - Tessa აქსესუარების და ტანსაცმლის ქართული ბრენდი, ეძებს ქარგვის და ბისერით ქარგვის ტექნიკის მცოდნე სტუდენტს. სამუშაო ანაზღაურებადია. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია ჩვენი ფეისბუქგვერდის პირად შეტყობინებაში: ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995599230480





კონფერენცია: "ქართული კულტურა და XX საუკუნე"

კონფერენცია ჩატარდება თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ეგიდით 2019 წლის შემოდგომაზე.