ENG


2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში 2023 წლის 29 აგვისტო 11:00სთ.  

გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები
www.emis.ge –ზე)  

ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ,
დიზაინის, სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა
მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 24-25 აგვისტო ქ. თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის
პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  შეგახსენებთ, რომ გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება
2023წ 29 აგვისტოს 11:00 სთ.
 
მობილობის ვადები:
ა) აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის, დიზაინის ფაკულტეტისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია - 2023 წლის 24-25 აგვისტო;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში) - 2023 წლის 29 აგვისტო;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2023 წლის 31 აგვისტო;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში -2023 წლის 1 სექტემბერი;
ბ) აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტისა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) - 2023 წლის 11-13 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2023 წლის 15 სექტემბერი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 18 სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობები

2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადები
  • ა) განცხადების მიღება/რეგისტრაცია კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) - 2023 წლის 14 აგვისტოდან  2023 წლის 1 სექტემბრის  ჩათვლით;
  • ბ) გამოცდები სპეციალობაში - 2023 წლის 6-7 სექტემბერი.
  • გ) შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 11 სექტემბერი;
  • დ) შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ აკადემიის სამართლებრივი აქტის გამოცემა - არაუგვიანეს 2023 წლის 14 სექტემბერი.
ვაკანტური ადგილები და გამოცდის წინაპირობები
იხილეთ თანდართულ ბმულზე