ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა იაშვილმა, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგებმა: პროფესორმა მანანა ძიძიკაშვილმა და დავით სილაგაძემ და ექვსმა სტუდენტმა: ნინი საყვარელიძემ, ლუკა ლეკიშვილმა, სოფო კორძახიამ, მარიამ ჩადუნელმა, ხვიჩა წენგუაშვილმა და ეთუნა მელქაძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცის, ფლავისმანის, მერეთის და ქვეშის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებით, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები მოსწავლეებს, პირველი შეხვედრისას, მასტერკლასების ფარგლებში გადაეცათ. გამოფენის გახსნამდე, პროფესორმა მაია იზორიამ, სამხატვრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი - დენის ნესტერენკო.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
პირადი განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე
პერსონალური ინფორმაცია (CV)
პირადობის მოწმობის ასლი
ოთხი ფოტოსურათი (3X4)
განათლების (ბაკალავრი/მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული) ან/და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების დედანი ან
კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (უპირატესობა ენიჭებათ ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს
სპეციალისტებს),
სამუშაო სტაჟისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობა;
სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა.
სპეციალური მოთხოვნები (რომელთა დამდასტურებელი დოკუმენტებიც ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი):
ა) საბიბლიოთეკო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ბ) კულტურის სფეროში პროექტების განხორციელების გამოცდილება.
უპირატესობა ენიჭება სპეციალური მოთხოვნის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფრო მაღალი სამუშაო გამოცდილების მქონე პირს, ხოლო
სამუშაო გამოცდილების მხრივ თანაბარი მონაცემების შემთხვევაში, ბაკალავრის/მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან/და სამეცნიერო
ხარისხის მქონე პირებს შორის უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა შემდეგ თანმიმდევრობას: დოქტორი, მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული,
ბაკალავრი.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბიბლიოთეკის ფუნქციონერებისა და განვითარების ხედვა.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბიბლიოთეკის ფუნქციონერებისა და განვითარების ხედვა.
პრეტენდენტმა დამატებით შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 2023წლის 24 და 25 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: ქ.თბილისი, გრიბოედოვის ქ.22 თსსა კანცელარია, საკონტაქტო პირი - ლანა მანაგაძე.
საკონკურსო განაცხადი ბარდება დალუქული კონვერტით, კონვერტზე დაფიქსირებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი და გვარი.
საკონკურსო განაცხადების განხილვა მოხდება 2023 წლის 27 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე არაუგვიანეს 28 ივლისისა.



ERASMUS +
ბრატისლავას აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
2023 წლის 19-23 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამხატვრო აკადემიასა და სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელდა ბრატისლავას აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ფოტოგრაფიის პროფესორმა Dominika Jackulikova-მ ჩაატარა ფოტოგრაფიის მიმართულების პრეზენტაცია და ვორქშოფი სტუდენტებისთვის, ხოლო 1-6 ივნისს, ბრატისლავას აკადემიის ერასმუს კოორდინატორმა, Natália Šovčíková-მა, ტრენინგ მობილობის ფარგლებში, ჩაატარა სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროგრამების, ხარისხის სამსახურისა და საერთაშორისო პროექტების კვლევა. დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგები: პროფესორი მანანა ძიძიკაშვილი და დავით სილაგაძე და 6 სტუდენტი: მარიტა ხარაძე, ნინო გოგოლიძე, ეკა საპანაძე, მარი ელიავა, მარიამ ხოსროშვილი და რატი წიკლაური, ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ცენტრში - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა გაცნეს. ასევე, მოსწავლეებს გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები და ჩაატარეს მასტერკლასები. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი თემატური ჯგუფების საქმიანობა გრძელდება დისტანციურად. პროფესორმა მაია იზორიამ წარმოადგინა პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის დირექტორი, ქეთევან ნოზაძე და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, დენის ნესტერენკო.