ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგები: პროფესორი მანანა ძიძიკაშვილი და დავით სილაგაძე და 6 სტუდენტი: გიორგი ცოფურაშვილი, ანა ჯაგაევი, ნინი კერატიშვილი, ლიკა თაგვაძე, თეკლა კობახიძე და ილია არქანია, მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრში შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და გააცნეს სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა. ასევე, გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები და ჩაატარეს მასტერკლასები. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი თემატური ჯგუფების საქმიანობა გრძელდება დისტანციურად. პროფესორმა მაია იზორიამ წარმოადგინა პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის ხელმძღვანელი ემინ ახმედოვი და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დენის ნესტერენკო.

12-16 ივნისს, თსსა ახალ ერასმუს პარტნიორ, ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში Escuela de Arte de Oviedo (1785 წლიდან !), ტრენინგ მობილობით იმყოფებოდა თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი და ერასმუს ინსტიტუციური კოორდინატორი, მაია ყიფიანი. მობილობის მიზანი იყო ინსტიტუტის და სპეციალობების (დაზგური გრაფიკა, ეფემერული არქიტექტურა, ქანდაკება და ინტერმედია) და ასევე, საერთაშორისო ოფისის ფუნქციონირების გაცნობა, შეხვედრა რექტორთან და პროფესორებთან, სამომავლო თანამშრომლობის დ საერთაშორისო ერთობლივი პროექტების (გაცვლითი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობების) დაგეგმვა ახალი აკადემიური წლის პერიოდში



მონაწილე ხელოვანები:
თამა კვანტალიანი, Sccwarzz, ლიზა კვანტალიანი, სალომე ბოჭორიშვილი, ნიკიტა ანთელავა, ნიკა კოპლატაძე, ანანო დათაშვილი, ანი აბრამიძე, დათუნა ბარნაბიშვილი
საუნდ პერფომანსი: ჰიუგო კაპაბლანკა