ENG

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ინიცირებული ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის შესახებ, 2023 წლის 14-17 მარტს ღია კარის კვირეული გაიმართება.
დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდებიან ფაკულტეტების წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ 2023 წლის ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის ყველა დეტალს და მოცემულობას.
გთხოვთ, იხილოთ განრიგი:
▫️14 მარტი, სამშაბათი, 15:00 საათი - არქიტექტურის ფაკულტეტის ღია კარის დღე;
▫️15 მარტი, ოთხშაბათი, 15:00 საათი - მედია ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე;
▫️16 მარტი, ხუთშაბათი, 15:00 საათი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარი;
▫️17 მარტი, პარასკევი, 15:00 საათი - დიზაინის ფაკულტეტის ღია კარის დღე;
მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22 - სამხატვრო აკადემია, II სართული, დიდი საგამოფენო დარბაზი.
გისურვებთ წარმატებას!



ვარშავის 28-ე პოსტერის ბიენალე!
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი - ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემია, იწვევს სტუდენტებს, არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს ვარშავის 28-ე პოსტერის ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად.
ბიენალეს საპრიზო ფონდი, რომელიც 1966 წლიდან იმართება, 17000 აშშ დოლარია.
ბიენალეზე წარდგენილი უნდა იყოს პოსტერები თემაზე “სახლი” (სახლის როლი პიროვნებაზე, იდენტობაზე, კულტურაზე), რომლებიც შექმნილია 2021-დან 2023 წლამდე.

ღია კარის დღე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისთვის!

2023 წელს, სამხატვრო აკადემიაში, აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით.
დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს გააცნობენ - სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, ასევე სამხატვრო აკადემიის სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი ტურის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, გთხოვთ იხილოთ სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.
მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, II სართული, სააქტო დარბაზი
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით 9 მარტს, სამხატვრო აკადემიაში!