ENG

სტუდენტების საყურადღებოდ!
2022 წლის 22 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - მედიახელოვნების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ ვორქშოფ-შეხვედრას „ანსი-თბილისის" (Annecy - ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი) ანიმაციური პროექტის ვორქშოფის მონაწილეებთან და დამფუძნებელთან. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ მათ მიერ განხორციელებულ, ანიმაციური ფილმების განვითარების პროექტებს.

ვორქშოფს გაუძღვება სამხატვრო აკადემიის, მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი - ნინა სამანიშვილი და მოწვეული სტუმარი - "საქანიმას" დამფუძნებელი - მარიამ კანდელაკი.
საჯარო ლექციის დაწყების დრო: 16:00 საათი
სამხატვრო აკადემია, მედიახელოვნების ფაკულტეტი, მე-5 სართული, საპრეზენტაციო აუდიტორია N507

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ან 2 საკონკურსო ადგილი),  2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD)
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 26 დეკემბერი, 2022

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         სლოვაკეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია სლოვაკეთის საკონსულოში ქ. ანკარაში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ





2022 წლის 14 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - ჟურნალისტის, თანამედროვე ცეკვის მკვლევრისა და ფრანკოფონი პოეტის, ხათუნა მზარელუას წიგნის - „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა ქართული და ევროპული თანამედროვე ცეკვისა და კლასიკური ბალეტის ჩვიდმეტ დადგმაზე, რომელთა საშუალებითაც წიგნში წარმოდგენილია ცეკვის ხელოვნების განვითარების გზა, კავშირები ლიტერატურასთან თუ ზოგადად, შემოქმედებით პროცესებთან. წიგნის გამოცემის მთავარი ფინანსური ხელშემწყობი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

23 დეკემბერს, გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გეპატიჟებით ნინცი ძიძიკაშვილის საშობაო გამოფენაზე.

23 დეკემბერს, გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გეპატიჟებით ნინცი ძიძიკაშვილის საშობაო გამოფენაზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო 6 წლის მანძილზე, აბრეშუმის ქაღალდის ტექნიკით შექმნილი, 50-მდე მინიატურული ნამუშევარი. მინიატურებში, სინთეზურადაა გამოყენებული სხვადასხვა ტექნიკა: კოლაჟი, ტექსტილი, გრაფიკული თუ ფერწერული ელემენტები. ნამუშევრების თემატიკაა რელიგიური, ყოფითი, ალეგორიული. ასევე, სტილიზებული, დეკორატიული სახით წარმოდგენილი პეიზაჟები. გამოფენა გაგრძელდება 25 დეკემბრის ჩათვლით.

გახსნა: 23 დეკემბერი, 18:00 საათზე
მისამართი: შარდენის N19 - გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი