ENG

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიხსნა თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა - „რამ შემქმნა ადამიანად?“
გამოფენის მხარდამჭერები: ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში.
გამოფენის კურატორი - ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე
მონაწილეები: მანუჩარ ოქროსცვარიძე, თამუნა მელიქიშვილი, ტატო ახალკაციშვილი, თედო რეხვიაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, არჩიბალდ კორძაია, დავით კუხალაშვილი, დავით ალექსიძე, ავთო გახოკიძე, კოტე ჯინჭარაძე, გიორგი მახარაშვილი, ანკა გუჯაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, გიორგი სისაური, ლია შველიძე, მურთაზ შველიძე, გურამ წიბახაშვილი, ერეკლე გეწაძე, გეგა ქუთათელი, კოტე სულაბერიძე. ასევე, სთრით არტისტების ნამუშევრების კოლექციის ვიდეო პროექცია.


2 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, აკადემიის გუნდთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძესა და ქართულ-ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა შემოქმედებითი ენტეპრენერობის ბრიტანული მოდელის უკვე არსებული კომპონენტების კიდევ მეტი გაძლიერება სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესში და სამომავლო სერვისებში, ისევე როგორც შემოქმედებითი ჰაბების ბრიტანული მოდელის გაზიარება და ზოგადად, ქართულ-ბრიტანული კულტურული დიალოგისა და ურთიერთობების მდგრადობის შენარჩუნება. 


30 ნოემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა - „ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჰენრიკ ჰრინევსკის 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დაცული სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში და პირველად გამოიფინა. ექსპოზიციით გაიხსნა სამხატვრო აკადემიის ისტორიისა და მნიშვნელობის ამსახველი ციკლი, რომელიც მოიცავს გამოფენებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
გამოფენის კურატორი - ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი - ნატალია ნიქაცაძე
რარიტეტების სპეციალისტი და გამოფენის კონსულტანტი - ირინა ელიოზოვა