ENG

ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია

29 / 03 / 2023

27 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია.
ლექციის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის ბალეტი - "ფრესკა". საღამოს პირველ ნაწილში - ოდა ფრანგულ ბალეტს, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ისაუბრა სამი ისტორიული ბალეტის შესახებ: „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018). მეორე ნაწილი კი დაუთმო ქორეოგრაფ ანჟელენ პრელჟოკაჟს. ხათუნა მზარელუამ წარმოადგინა ასევე თავისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“, რომელიც გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ფინანსური მხარდაჭერით".

გამოფენა „მითი? ქალაქი?“

28 / 03 / 2023

4 აპრილს 18:00 საათზე, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში “Project Space”, გაიხსნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ფაკულტეტის მე-2 კურსის და მედია ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების გამოფენა „მითი? ქალაქი?“. წარმოდგენილი სტუდენტური ნამუშევრები ბოდრიარის ტექსტის - „ქალაქი და სიძულვილი“ და ჩვენი არქაული მითოსის ალუზიებია.
მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, სოფო კორძახია, ნატა გელაშვილი, ლუკა იშხნელი, გიგი გიორბელიძე, ნიტა მაარე, ვიქტორია სარქისოვი, ელენე ლობჟანიძე, სალომე ტურაშვილი, ნიკა თვაური, ვალერია ვალიშვილი, მარიამ ქარციძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ქეთი დავითაძე, თინა ბიჭინაშვილი, ელიზაბედ ჯინჭარაძე. ლუკა ხოფერია, დეა დეკანოიძე, დავით გინდია, ეკატერინე ბაბინა, გიორგი კორთხონჯია, საბა გელაშვილი, მარიშკა წიკლაური, ნათია ტყაბლაძე, თათია მანგოშვილი, გიორგი ოკუჯავა, ნიკა ბუცინაშვილი, ნათია ბუხრაშვილი, ია ქვრივიშვილი, ელენე მანაგაძე, ნატალი შუბითიძე
პროექტის ავტორი: კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი
გამოფენის კურატორი: დათო კოროშინაძე
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა N8
გამოფენა გაგრძელდება 16 აპრილამდე

იტალიის დიზაინის დღეები საქართველოში 2023

24 / 03 / 2023

Italian Design Days in Georgia -2023 
Tbilisi 29/30
 
Enlightening Quality:
The Energy of Design for People and the Environment
30 March, 2023
 
30 მარტს  თსსა საკონფერენციო დარბაზში იტალიის საელჩოს ეგიდით გაიმართება
 „იტალიის დიზაინის დღეები  საქართველოში 2023“
ღონისძიებაზე პრეზენტაციებსა  და სემინარებს წარმოადგენენ მოწვეული არქიტექტორები და დიზაინერები  იტალიიდან
სემინარის დაწყების დრო: 10:00 10:30 სარეგისტრაციო პერიოდი
დასრულდების დრო: 13:30 
კონფერენციაზე დამსწრე სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს.
სემინარს ოფიციალურად  გახსნის   საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე 
ნიკოლა იორიო
არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის სფეროში იტალიურ ი მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით  ღონისძიების ფარგლებში მილანის ევროპული დიზაინის ინსტიტუტის (IED) მიერ  წარმოდგენილი იქნება საკონკურსო   შესაძლებლობები სტუდენტებისათვის:  დიზაინის კონკურსი "When Italian Design Meets Georgian Creativity - Quality Matters".
 
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა   deadline: 27/03,  18:00 საათი
საკონტაქტო პირი
ნესტან წიკლაური
არქ. ფაკულტეტის დეკანატი    IX სართული