ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის, მემორანდუმი გაფორმდა

28 / 06 / 2023

27.06.2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის, მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება. სტუდენტებისთვის განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობა - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა - იოანე მენაბდემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა - ყარამან ქუთათელაძემ.

საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვდრეობის კონსერვაციაში

28 / 06 / 2023

მსურველთა მიღება დაიწყო!
გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საერთაშორისო ვორქშოფში თემაზე მარილები და გარემო პირობების კვლევა - მონიტორინგი?
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ
პროგრამას.
თქვენი CV გამოგზავნოთ 2023 წლის 19 ივლისამდე მისამართზე:
Mariam.sagharadze@art.edu.ge
ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები იქნებიან:
ჯოშუა ჰილი - ნოტინგემის ტრეტნ უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
ვინსენტ ლაუდატო ბელტრანი - გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, აშშ
იორიენ დუვენვორდენი - ამსტერდამის უნივერსიტეტი და რეიკსმუზეუმი, ნიდერლანდები
ვენდი როუზი - დამოუკიდებელი ექსპერტი, აშშ
5-დღიანი საერთაშორისო ვორქშოფი ტარდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით.
მასპინძელი ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულება).
ვორქშოფის თარიღი: 6, 7, 8 და 11, 12 სექტემბერი 2023
ადგილი: ა. გრიბოედოვის ქ. N22, 0108, თბილისი
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული დარბაზები

პოსტერი
პროგრამა

სტუდენტების გამოფენა - “სანათლე, რომელიც არ შემოდის”

27 / 06 / 2023

29/06/2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მაგისტრანტი  სტუდენტების გამოფენას - “სანათლე, რომელიც არ შემოდის” მასპინძლობს. ჯგუფის ხელმძღვანელი - ნიკო ცეცხლაძე;
მონაწილეები:
რომან თვალაბეიშვილი
ნონო ლომიძე
თუთა თაბაგარი
ანი გიგუაშვილი
ბელა ბიბილური
მარიამ შოთნიაშვილი
ლანა დევიძე
იულია შარაშენიძე
ვასო იაკობაშვილი
ლუკა კიკნაძე
ლიტა თამარ ჯუღელი
ნიკო ცეცხლაძე
კურატორი: ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი: ნატალია ნიქაცაძე
გამოფენა გაგრძელდება 2 ივლისის ჩათვლით;
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22 (საგამოფენო დარბაზი);

პროექტი - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". გორის რაიონი

23 / 06 / 2023

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა იაშვილმა, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგებმა: პროფესორმა მანანა ძიძიკაშვილმა და დავით სილაგაძემ და ექვსმა სტუდენტმა: ნინი საყვარელიძემ, ლუკა ლეკიშვილმა, სოფო კორძახიამ, მარიამ ჩადუნელმა, ხვიჩა წენგუაშვილმა და ეთუნა მელქაძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცის, ფლავისმანის, მერეთის და ქვეშის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებით, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები მოსწავლეებს, პირველი შეხვედრისას, მასტერკლასების ფარგლებში გადაეცათ. გამოფენის გახსნამდე, პროფესორმა მაია იზორიამ, სამხატვრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი - დენის ნესტერენკო.