ENG


ძვირფასო აბიტურიენტებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა ეროვნული გამოცდების დებულებაში და განისაზღვრა  იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა  ჩაბარება შესაძლებელია კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ე.წ. სავალდებულო მესამე ეროვნული გამოცდის სახით ან არჩევითად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.
თსსა უახლოეს მომავალში გეგმავს ღია კარის დღის ორგანიზებას ZOOM პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას სავალდებულო თუ არჩევითი მესამე გამოცდის, ასევე, შემოქმედებითი ტურის და „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის შესახებ, ვუპასუხებთ თქვენ შეკითხვებს.
თვალყური ადევნეთ აკადემიის ვებგვერდს, რომელზეც გამოქვეყნდება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთათვის.


გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას N92/ნ 19 ოქტომბერი 2021 წ. ქ. თბილისი „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" (იხ. თანდართული ბმულები).
ბრძანების დანართში, თითოეული საბაკალავრო პროგრამისათვის განსაზღვრულია ის სასკოლო საგანი/საგნები, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს: ა)მესამე ეროვნული გამოცდის სახით. ან ბ).სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ითვალისწინებს დიდ ინტერესს, რომელსაც ეს ცვლილებები იწვევს და მომავალ კვირას აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ღია კარის დღეს დისტანციურად  ZOOM პლატფორმის გამოყენებით.გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენ ვებგვერდს და ფეისბუქ გვერდს, სადაც განთავსებული იქნება ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა, თარიღი და ჩატარების დრო.
გისურვებთ წარმატებას! 

თსსა-ს ერასმუს პარტნიორი, ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design (Wroclaw) იწვევს სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს სიმპოზიუმში 'ვიზუალური ხელოვნების კვლევითი მეთოდები' მონაწილეობის მისაღებად, 16-20 მაისი, 2022.

სიმპოზიუმი ხორციელდება პოლონეთის  აკადემიური გაცვლების ეროვნული სააგენტოს-'Polish National Agency for Academic Exchange'  პროგრამის -PROM programme ფარგლებში. შესაბამისად,  მონაწილეებს მიენიჭებათ მგზავრობისა და ცხოვრების გრანტები სააგენტოს პროექტის "International scholarship exchange of PhD candidates and academic staff" ფარგლებში (project No. POWR.03.03.00-IP.08-00-P13/18, implemented under Measure: 3.3 Internationalisation of Polish higher education, OP KED)

დოკუმენტი

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია:
(ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი
· სამოტივაციო  წერილი
          სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.


აპლიკანტმა სტუდენტებმა  , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
 საბუთების მიღება დაიწყება  20 ოქტომბრიდან  და გაგრძელდება 30 ოქტომბრამდე 2021

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური,
nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719


აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არ ფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
. პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში