ENG

მიმდინარე წლის 4-8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისს, ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში წყდება სასწავლო პროცესი - როგორც დისტანციური, ასევე აუდიტორიული. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა სემესტრის ვადების კორექტირება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში დაგეგმილი შემოქმედებითი ტურის თარიღი (2021 წლის 14-18 ივნისი) შესაძლოა ასევე კორექტირდეს, ქვეყანაში იმ პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

გაეცანით ბრძანებას

გთხოვთ ადევნოთ თვალი სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდს და ფეისბუქის გვერდს.

გისურვებთ წარმატებას!

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 28 აპრილიდან 5 ივნისის ჩათვლით.

ელექტრონულად აბიტურიენტის მიერ, თსსა ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ, აბიტურიენტს პირველადი რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდვიდუალური ციფრული კოდი. ამ კოდის მიხედვით თითოეული აბიტურიენტი იგებს კონკურსზე გასვლის თარიღს და ასევე გამოცდის შედეგებს. აბიტურიენტისთვის ინდივიდუალური ციფრული კოდი წარმოადგენს რეგისტრაციის ნომერს, რომელიც მას ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე.

გაითვალისწინეთ, მეილი შესაძლოა მოვიდეს სპამში. აუცილებელია შეინახოთ გამოგზავნილი ციფრული კოდი შემდგომი გამოყენებისთვის.


დამატებითი მოსანიშნი ველი არქიტექტურის პროგრამებზე ჩამბარებელთათვის!

იმ აბიტურიენტთა საყურადღებოდ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ჩააბარონ არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურისა და გარემო დიზაინის პროგრამებზე, ონლაინ რეგისტრაციის გავლის დროს, ასევე უნდა მონიშნონ აღნიშნული პროგრამა, რეგისტრაციის ფორმის ამ სპეციალურ ველში, ან დატოვონ უკვე მონიშნული ველი - “არ ვაპირებ ჩაბარებას აღნიშნულ პროგრამაზე” და გააგრძელონ რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე


იხ. თსსა აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული (27.04.2021 ოქმი N32) შემოქმედებითი ტურის დებულება


აბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის თანხა 20 ლარი, უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის დასრულებამდე. აუცილებელია თანხის გადარიცხვის დროს მითითებული იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადობის ნომერი.
აკადემიის საბანკო რეკვიზიტები: (ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შესაძებელია შემოქმედებითი ტურის დებულებაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. განახლებული ინფორმაცია დაიდება თსსა ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.art.edu.ge) და თსსა-ს ფეისბუქ გვერდებზე.


გამოცხადდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ესტონეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მოიცავს      მოკლევადიანი საზაფხულო სკოლებს, სტიპენდიებს აკადემიური პერსონალისა და  მკვლევრებისთვის, ასევე, ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სტიპენდიებს.
საზაფხულო სკოლებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებულ პროგრამებზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის მ/წ 1 მაისი, ხოლო ხარისხის მოსაპოვებელ პროგრამებზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მ/წ 1 აგვისტოდან - 1 სექტემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იხ. შემდეგ ბმულებზე:

https://www.studyinestonia.ee/study/scholarships/scholarships-short-courses  

https://www.studyinestonia.ee/study/scholarships/grants-researchers

https://www.studyinestonia.ee/study/scholarships/scholarships-degree-studies