ENG

სამხატვრო აკადემიის თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ა.წ. 4 აგვისტოს გაიმართება გამოფენა “ეზოში ავი ძაღლია”, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი სახელოვნებო უმაღლესი სსასწავლებელი:▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ▫️თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი.
თბილისური ეზოს და თბილისური ტრადიციების კონცეფცია, გააერთიანებს ყველა მიმართულების სტუდენტს და საშუალებას მისცემს მათ, საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება. საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული თბილისური ეზოს იდეის გარშემო.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა 2 აგვიტო, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Rati_tsiklauri@art.edu.ge  
ნამუშევრის ციფრულ ფორმატში შექმნის  შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ნამუშევრის ზომა უნდა იყოს A1 ფორმატი.




გამოცხადდა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები:

 

·        სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია  -  202წლის 7 აგვისტოდან  25 აგვისტოს ჩათვლით;

·        გამოცდა უცხო ენაში - 202წლის 7-8 სექტემბერი;

·        გამოცდები სპეციალობაშ - 2023  წლის 13-14  სექტემბერი;

·        გამოცდის შედეგების გამოქვეყნება - 2023  წლის 19 სექტემბერი;

·        სააპელაციო განცხადებების მიღება-განხილვა - 2023  წლის 21-22 სექტემბერი;

·        გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა  აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აობაზე - 2023 წლის 28-29 სექტემბერი.

 

მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.    განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე

2.   ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3.   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

4.   ფოტოსურათი (CD) -ზე ჩაწერილი

5.   სამხედრო აღრიცხვის საბუთი  (ვაჟებისთვის)

 

 

·დამატებითი ინფორმაციისათვის ხილეთ თანდართული ინფორმაცია:


სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი

არქიტექტურის ფაკულტეტი

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი

დიზაინის ფაკულტეტი

მედიახელოვნების ფაკულტეტი

დებულება






2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში 2023 წლის 29 აგვისტო 11:00სთ.  

გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები
www.emis.ge –ზე)  

ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ,
დიზაინის, სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა
მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 24-25 აგვისტო ქ. თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის
პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  შეგახსენებთ, რომ გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება
2023წ 29 აგვისტოს 11:00 სთ.
 
მობილობის ვადები:
ა) აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის, დიზაინის ფაკულტეტისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია - 2023 წლის 24-25 აგვისტო;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში) - 2023 წლის 29 აგვისტო;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2023 წლის 31 აგვისტო;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში -2023 წლის 1 სექტემბერი;
ბ) აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტისა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) - 2023 წლის 11-13 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2023 წლის 15 სექტემბერი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 18 სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობები

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
პირადი განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე
პერსონალური ინფორმაცია (CV)
პირადობის მოწმობის ასლი
ოთხი ფოტოსურათი (3X4)
განათლების (ბაკალავრი/მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული) ან/და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების დედანი ან
კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (უპირატესობა ენიჭებათ ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს
სპეციალისტებს),
სამუშაო სტაჟისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის არ არსებობა;
სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა.
სპეციალური მოთხოვნები (რომელთა დამდასტურებელი დოკუმენტებიც ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი):
ა) საბიბლიოთეკო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ბ) კულტურის სფეროში პროექტების განხორციელების გამოცდილება.
უპირატესობა ენიჭება სპეციალური მოთხოვნის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფრო მაღალი სამუშაო გამოცდილების მქონე პირს, ხოლო
სამუშაო გამოცდილების მხრივ თანაბარი მონაცემების შემთხვევაში, ბაკალავრის/მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან/და სამეცნიერო
ხარისხის მქონე პირებს შორის უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა შემდეგ თანმიმდევრობას: დოქტორი, მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული,
ბაკალავრი.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბიბლიოთეკის ფუნქციონერებისა და განვითარების ხედვა.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბიბლიოთეკის ფუნქციონერებისა და განვითარების ხედვა.
პრეტენდენტმა დამატებით შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 2023წლის 24 და 25 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: ქ.თბილისი, გრიბოედოვის ქ.22 თსსა კანცელარია, საკონტაქტო პირი - ლანა მანაგაძე.
საკონკურსო განაცხადი ბარდება დალუქული კონვერტით, კონვერტზე დაფიქსირებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი და გვარი.
საკონკურსო განაცხადების განხილვა მოხდება 2023 წლის 27 ივლისს.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე არაუგვიანეს 28 ივლისისა.