ENG


თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო
საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
სთ: 10:30 – 17:00
შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. 22
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის
მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი;
● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი).
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
ვაჟებისთვის).
● გადახდის ქვითარი (სრული თანხის 50% - 1125 ლარი)
● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
 
პირველკურსელებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:
ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული) თანხლება.

სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2020 წლის 1 ოქტომბერს.
პირველკურსელთა სიები შიდა დაფინანსებით გამოქვეყნდება 3 სექტემბერს

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
(ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289


მაგისტრატურის პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა 31 აგვისტომდე, აუცილებელია წარმოადგინოს საბუთები თსსა კანცელარიაში (იხ. ჩამონათვალი), ამავდროულად შევსებული ქონდეს  ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა თსსა ვებგვერდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგისტრატურის პროგრამებზე ჩაბარების მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამაგისტრო გამოცდებში.
საბუთების ჩამონათვალი:
1. განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
2. ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
4. 2 ფოტოსურათი (CD) -ზე ჩაწერილი
5. სამხედრო აღრიცხვის საბუთი (ვაჟებისთვის)