შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლთან, ,,ელსევიერთან’’ ერთად იწყებს ვებინარების სერიას “ელსევიერის” სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებით. ვებინარები გაიმართება მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეში და მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემატიკას, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისგან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.
ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოიყენოთ BrightTalk-ის პლატფორმა.
ვებინარების ჩატარების განრიგი იხილეთ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე ; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის(Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო ელსევიერის ბაზებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობა კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის.
იხილეთ მომსახურების გააქტიურების ინსტრუქცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისას და დისტანციური მომსახურების
მიღებისას უნდა გამოიყენოთ ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტა @art.edu.ge ,
სწორედ ამ ელექტრონული ფოსტით უნდა დარეგისტრირდეთ ბაზებშიც, ინსტრუქციის
შესაბამისად რათა წვდომა გახდეს შესაძლებელი სახლიდან. თუ თქვენ არ გაქვთ
ან ვერ სარგებლობთ თქვენთვის გახსნილი ელექტრონული ფოსტის მისამართებით
გთხოვთ დაუკავშირდეთ ფაკულტეტს ან სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
სამსახურს. საკონტაქტო პირი : ქეთევან ცეცხლაძე ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.