ENG

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ინიცირებული ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის შესახებ, 2023 წლის 14-17 მარტს ღია კარის კვირეული გაიმართება.
დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდებიან ფაკულტეტების წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ 2023 წლის ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის ყველა დეტალს და მოცემულობას.
გთხოვთ, იხილოთ განრიგი:
▫️14 მარტი, სამშაბათი, 15:00 საათი - არქიტექტურის ფაკულტეტის ღია კარის დღე;
▫️15 მარტი, ოთხშაბათი, 15:00 საათი - მედია ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარის დღე;
▫️16 მარტი, ხუთშაბათი, 15:00 საათი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ღია კარი;
▫️17 მარტი, პარასკევი, 15:00 საათი - დიზაინის ფაკულტეტის ღია კარის დღე;
მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22 - სამხატვრო აკადემია, II სართული, დიდი საგამოფენო დარბაზი.
გისურვებთ წარმატებას!



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ განცხადებით 2023 წლის პირველი თებერვლიდან პირველი მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

დანართი 1
დანართი 2