ENG


6-12 სექტემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში, საერთაშორისო ვორქშოფი ჩატარდა. ვორქშოფის თემა იყო მარილები და გარემო პირობების კვლევა-მონიტორინგი. ვორქშოფს ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად, ინგლისურ ენაზე უძღვებოდნენ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციების მეცნიერები.
12 სექტემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ვორქშოფის დახურვის ღონისძიება. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.



მსურველთა მიღება დაიწყო!
გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საერთაშორისო ვორქშოფში თემაზე მარილები და გარემო პირობების კვლევა - მონიტორინგი?
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ
პროგრამას.
თქვენი CV გამოგზავნოთ 2023 წლის 19 ივლისამდე მისამართზე:
Mariam.sagharadze@art.edu.ge
ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები იქნებიან:
ჯოშუა ჰილი - ნოტინგემის ტრეტნ უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
ვინსენტ ლაუდატო ბელტრანი - გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, აშშ
იორიენ დუვენვორდენი - ამსტერდამის უნივერსიტეტი და რეიკსმუზეუმი, ნიდერლანდები
ვენდი როუზი - დამოუკიდებელი ექსპერტი, აშშ
5-დღიანი საერთაშორისო ვორქშოფი ტარდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით.
მასპინძელი ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულება).
ვორქშოფის თარიღი: 6, 7, 8 და 11, 12 სექტემბერი 2023
ადგილი: ა. გრიბოედოვის ქ. N22, 0108, თბილისი
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული დარბაზები

პოსტერი
პროგრამა