ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სამრეწველო დიზაინის მიმართულების სტუდენტების და ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეების ერთობლივი ვორქშოფი.
24-31 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სამრეწველო დიზაინის კათედრაზე ჩატარდა ერთობლივი ვორქშოფი, რომლის შემდეგ, დამუშვებული თემების პრეზენტაცია გაიმართა ბაქსვუდის სკოლაში. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარეს საკუთარი ცოდნა, უნარები და იმუშავეს ორ დავალებაზე:
1. Wearables სატარებელი/აქსესუარი ჭკვიანი მოწყობილობის დიზაინი;
2. ეკო-მეგობრული(ecofriendly) სტენდი/მცირე არქიტექტურული ობიექტი;
</a></div>
</div>
</div><head>
<meta http-equiv=
ERASMUS +
ბრატისლავას აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
2023 წლის 19-23 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამხატვრო აკადემიასა და სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში, განხორციელდა ბრატისლავას აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ფოტოგრაფიის პროფესორმა Dominika Jackulikova-მ ჩაატარა ფოტოგრაფიის მიმართულების პრეზენტაცია და ვორქშოფი სტუდენტებისთვის, ხოლო 1-6 ივნისს, ბრატისლავას აკადემიის ერასმუს კოორდინატორმა, Natália Šovčíková-მა, ტრენინგ მობილობის ფარგლებში, ჩაატარა სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროგრამების, ხარისხის სამსახურისა და საერთაშორისო პროექტების კვლევა. დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.


16 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა და სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა - მაკარტურ ბინიონიმ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჩიკაგოში. დეტროიტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კრენბრუკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის განხრით. მისი სადიპლომო ნამუშევარი შესულია ნიუიორკის - უიტნის მუზეუმის კოლექციაში. 2017 წელს, მხატვრის ნამუშევარი „დ.ნ.მ.-ი, შავი ფერწერა V.“ გახდა ვენეციის ბიენალეს ჰაილაითი. არტისტს დღეს წარმოადგენენ მსოფლიოში განთქმული გალერეები: „ლეჰმან მაფენი (Lehmann Maupin)“  ნიუ-იორკში და ჰონგ კონგში, და „მასსიმო დე კარლო (Massimo de Carlo)“ მილანში და ლონდონში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ასევე ბოლო წლების ყველა დიდ არტ-ბაზარზე: „არტ ბაზელი (Art Basel)“ და „ფრიზი ლონდონი (Frieze London). ბინიონის პირველი დიდი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიხსნა 2021 წელს, ფლორენციის „ნოვოჩენტო მუზეუმში - Museo Novecento“, სადაც ექსპოზიციის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ ფილმი მისი ბოლო წლების შემოქმედების შესახებ - „ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი: (მომდევნო აზრები)“, რეჟ. მარიკა მაიოროვა. აღნიშნული ფილმი ქართული თარგმანით, 2023 წლის 19 მაისს ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „ამირანში“.