ENG

29 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილმა არტისტმა და დამოუკიდებელმა კურატორმა საბინა შიხლინსკაიამ სტუდენტებისთვის ლექცია გამართა. კურატორმა ისაუბრა ბოლო წლებში, მის მიერ განხორციელებულ მხატვრულ და საკურატორო პროექტეზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე

27 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია.
ლექციის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის ბალეტი - "ფრესკა". საღამოს პირველ ნაწილში - ოდა ფრანგულ ბალეტს, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ისაუბრა სამი ისტორიული ბალეტის შესახებ: „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018). მეორე ნაწილი კი დაუთმო ქორეოგრაფ ანჟელენ პრელჟოკაჟს. ხათუნა მზარელუამ წარმოადგინა ასევე თავისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“, რომელიც გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ფინანსური მხარდაჭერით".

სტუდენტების საყურადღებოდ!
ოთხშაბათს, 29 მარტს, 12:00 საათზე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (სამხატვრო აკადემიის კორპუსი, VI სართული, აუდიტორია N607), საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილი არტისტი და დამოუკიდებელი კურატორი საბინა შიხლინსკაია, სამხატვო აკადემიის სტუდენტებისთვის ვორქშოფს გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, კურატორი ისაუბრებს თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე - ლოკალურ თუ გლობალურ ასპექტში. ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება, მის მიერ, ბოლო წლებში განხორციელებული მხატვრული და საკურატორო პროექტები.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. 2022 წლიდან კი შიხლინსკაიამ გახსნა აზერბაიჯანში პირველი თანამედროვე ხელოვნების სკოლა. ამ პროექტის ფარგლებში, მისი პარტნიორია Yarat Contemporary Art Space.