ENG

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს კონკურსს კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით.

წარსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება თსსა-ს აკადემიური საბჭოს სახელზე;
  • CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში).
განცხადების მიღება და რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 20 ოქტომბრის 09:30 სთ-დან 24
ოქტომბრის 17:30 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. №22 თსსა (კანცელარია). ელ. ფოსტა
info@art.edu.ge
საკონტაქტო პირი: ლანა მანაგაძე      ტელ: 595 90 86 81;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ცხადდება სტუდენტთა   შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის  საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (11 ადგილი), ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ მე-10 საიუბილეო დიზაინ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ა.წ. 5-9 დეკემბერს,  რომლის  ორგანიზატორია ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH  Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის კამპუსში. პროექტი ხორციელდება  ზალცბურგის უნივერსიტეტთან მიმდინარე გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა  დიზაინის ფაკულტეტზე ა.წ. აპრილი-მაისის თვეში.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 ოქტომბერი
საკონტაქტო პირი:  ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593799960
დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ - თსსა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მოკლევადიანი მობილობის  გრანტი

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის  მულტიმედიის მიმართულების საბაკალავრო და  სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ქეთი კვირიკაძე (მედია ხელ. ფაკ.)   
ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 ·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან  ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების  მიმართულების საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ნატა ნიკოლეიშვილი 
nata.nikoleishvili@art.edu.ge593799960