ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.
ერთობლივ კვლევებს ფონდი და CNR აფინანსებს თანაბრად. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ პარტნიორებს საქართველოს მხრიდან.
ქართულ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განცხადებას საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები წარადგენენ იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში.
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე