ENG

GIZ-ის მიერ გამოცხადებულ, არქიტექტურული იდეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა სამმა ჯგუფმა. კონკურსი მიზნად ისახავდა, „დევნილთა საცხოვრებელი სამეზობლოს ეზოს რეაბილიტაციის“ იდეის პროექტს, რომელიც ეძღვნება თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს N1-3-ში მდებარე დევნილთა კონკრეტულ დასახლებას. ინიციატივა/კონკურსის მიზანი იყო, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, არსებული შიდა ეზოს განახლებით, საზოგადოების საერთო ფართების აღდგენა და სოციალიზაცია.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - თამარ ჯანგავაძისა და ბექა ჯინჭარაძის შემადგენლობით. პედაგოგები - ნანა ქუთათელაძე და ლია ქურციკიძე. სტუდენტთა მიერ შემუშავდა სკვერის კონცეპტუალური დიზაინის პროექტი. სხვა მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

ცხადდება სტუდენტთა  ერთ-კვირიანი, ჯგუფური ერასმუს  მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი- BIP)  შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ( 2 - 2 საკონკურსო ადგილი),  2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თამაზ ვარვარიძე, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება ბრატისლავას აკადემიის  ფერწერის დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან, პროფესორ  Rasto Sedlacik-თან  კოლაბორაციაში, სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
·         სტუდენტის ხელმძღვანელი პროფესორის რეკომენდაცია 
·         განცხადება  კანცელარიაში

დედლაინი: 20 იანვარი, 2024

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, მონპელიეს უნივერსიტეტი - UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3 - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის!
კონკურსი ცხადდება წინასწარ, რადგან მოითხოვება ფრანგული ენის B1 სერტიფიკატი - DELF  ან  DALF, იხილეთ ბმული:   https://www.univ-montp3.fr/fr/examen-de-langue   სტუდენტებს ეძლევათ ფრანგული ენის შესწავლის და სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა - 2024 წლის მაისამდე!
ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი ცხადდება სამხატვრო აკადემიის - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის - 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, 2 სემესტრი - მონპელიეს უნივერსიტეტში UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3! https://www.univ-montp3.fr/en
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B1 ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მარტი
საკონტაქტო პირები: 
ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge