1 თებერვალს, სამხატვრო აკადემიას ესტუმრნენ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და კულტურული პროგრამების კოორდინატორი, თამთა გოჩიტაშვილი. შედგა შეხვედრა თსსა რექტორთან, ყარამან ქუთათელაძესთან და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებთან - ვიცე-რექტორ თინათინ კლდიაშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროს მაია ყიფიანთან და რექტორის აპარატის უფროს, ქეთევან ნემსაძესთან. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.