ENG


ცხადდება სტუდენტთა  ერთ სემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის  სამაგისტრო საფეხურისა და საბაკალავრო  საფეხურის - IVე კურსის სტუდენტისთვის (2 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  საგაზაფხულო სემესტრი.

ლიხტენშტეინი, ვადუცი, Universität Liechtenstein, Fürst-Franz-Josef-Strasse, 9490 Vaduz, Liechtenstein

წარსადგენი დოკუმენტაცია:(ინგლისურ ენაზე)
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი
სამოტივაციო წერილი
სარეკომენდაციო წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
აპლიკანტმა სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
დოკუმენტაციის მიღების  deadline -ია  10/11/2021 18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი        
მობილობის განხორციელება დაგეგმილია შვეიცარია, ლიხტენშტეინისა და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით       ლიხტენშტეინის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში შვეიცარიის საელჩოში.        
Erasmus კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ლიხტენშტეინში ჩასვლის შემდეგ.


გამოცხადდა 3-თვიანი  რეზიდენტურის  კონკურსი „Designers in Residence 2022“ , გერმანიაში 'EMMA Creative Center, Pforzheim'-ში, 1 აპრილი-30 ივნისი, 2022https://www.emma-pf.de/.../designers-in.../scholarship/ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დიზაინერებს: მოდის, სამკაულის, აქსესუარის, სამრეწველო, კომუნიკაციის, ინტერდისციპლინარული დიზაინის.აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2022 გამარჯვებული აპლიკანტები მიიღებენ გრანტს 1000 ევრო/თვეში დ უფასო საცხოვრებელს.აპლიკაციის წარდგენის დეტალები იხილეთ ბმულზე:https://veranstaltungen.emma-pf.de/.../designers-in.../დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჩაერთეთ ზუმ-შეხვედრაში: 03.11.2021, 2 pm: https://us02web.zoom.us/j/83221548177

თსსა-ს ერასმუს პარტნიორი, ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design (Wroclaw) იწვევს სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს სიმპოზიუმში 'ვიზუალური ხელოვნების კვლევითი მეთოდები' მონაწილეობის მისაღებად, 16-20 მაისი, 2022.

სიმპოზიუმი ხორციელდება პოლონეთის  აკადემიური გაცვლების ეროვნული სააგენტოს-'Polish National Agency for Academic Exchange'  პროგრამის -PROM programme ფარგლებში. შესაბამისად,  მონაწილეებს მიენიჭებათ მგზავრობისა და ცხოვრების გრანტები სააგენტოს პროექტის "International scholarship exchange of PhD candidates and academic staff" ფარგლებში (project No. POWR.03.03.00-IP.08-00-P13/18, implemented under Measure: 3.3 Internationalisation of Polish higher education, OP KED)

დოკუმენტი