ENG

14-16 მაისი, 2019,   თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა წარმატებით გაიარა ბელგიის, გენტის უნივერსიტეტის შესარჩევი კონკურსი, და  მიწვეულ იყო გენტის უნივერსიტეტში, რათა მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  ადმინისტრაციული პერსონალის  ტრენინგ კვირეულში, თემაზე - აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ერასმუს მობილობის მექანიზმების და აღიარების სისტემის დახვეწა.


2019 წლის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ ერასმუს + საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარის ფარგლებში უმასპინძლა სამი ავსტრიული უნივერსიტეტის წარმომადგენელს, კერძოდ: Catolic Private University Linz, FH Salzburg,  Danube University in Krems .  
ვიზიტის ფარგლები თსს აკადემიის რექტორმა ბატონმა გია გუგუშვილმა გამართა ოფიციალური შეხვედრა ავსტრიელ კოლეგებთან. უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ მედიახელოვნების და  რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტს.  შედგა მოლაპარაკებები ორივე ფაკულტეტის დეკანებთან ქალბატონ ნანა იაშვილთან და ნინო ჭოღოშვილთან. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის ფორმები.