ENG

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის   (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ესტონეთის  ხელოვნების აკადემიაში.
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი, და სტუდენტების ნომინირება  შედგება რესტავრაციის მიმართულებაზე. 
წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 ·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ნომინირებული სტუდენტებმა უნდა გაიარონ  ესტონეთის ხელოვნების აკადემიის სააპლიკაციო პროცესი,   შემდეგ  ბმულზე:    https://mobility.artun.ee/ 
აპლიკაციის შევსების დედლაინი-15 ოქტომბერი, 2023.
 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ესტონეთში ჩასვლის შემდეგ.





2023 წლის 16 მაისს, სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო (STM) შინაარსის გლობალურ გამომცემლობა “ATLANTIS PRESS" - ,,ატლანტის პრესს"-ში გამოქვეყნდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორების - ქეთევან მატაბელის, თამარ მალაზონიას, ნინო მგალობლიშვილის და ესპანელი პროფესორების - მარია დელ პილარ როვირა სერანო (პროექტის ხელმძღვანელი), ჯორდი მიგელ სემპერე, მიგელ მონტანერ ესტრალესი (პალმას ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა) ერთობლივი პროექტის - “საქართველოდან ესპანეთამდე, იბერიული კავშირები ექვს Erasmus+ KA107 პროექტში" შესახებ სტატიები - (როგორც ელექტრონული სახით, ასევე წიგნის ფორმატით). 


საერთაშორისო გაცვლითი პროექტი ხორცელდება უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ორმხირივი ხელშეკრულების ფარგლებში - ERASMUS-ისა და უნივერსიტეტების მხარდაჭრით.
პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში, სამხატვრო აკადემიის მხრიდან ჩართულია: რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მედია ხელოვნების ფაკულტეტი და სამხატვრო აკადემიის მუზეუმი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, ლექციები და ვორქშოფები.
19 სექტემბერი, პირველი ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში;