ცხადდება სტუდენტთა ერთ-კვირიანი, ჯგუფური ერასმუს მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი- BIP) შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ( 2 - 2 საკონკურსო ადგილი), 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში - Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თამაზ ვარვარიძე, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება ბრატისლავას აკადემიის ფერწერის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ Rasto Sedlacik-თან კოლაბორაციაში, სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
· სტუდენტის ხელმძღვანელი პროფესორის რეკომენდაცია
· განცხადება კანცელარიაში
დედლაინი: 20 იანვარი, 2024
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
· ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ