ა.წ. 17-18 ოქტომბერს, მაროკოში, მარაკეშში იმართება კონფერენცია ‘ერასმუს სამეცნიერო დღეები 2022’, სადაც წარდგენილი იყო და გამარჯვება მოიპოვა თსსა -ესპანეთის, პალმას ხელოვნების და დიზაინის უმაღლესი სკოლის ‘Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears’ ერთობლივმა პროექტმა.
კონფერენციაზე წარდგენილი იქნება მოხსენება 'საქართველოდან ესპანეთამდე, იბერიული კავშირები ექვს Erasmus+ KA107 პროექტში - სასწავლო გამოცდილების გაზიარება დიზაინის მიმართულებით, სოციალური ინოვაციისთვის', რომელიც ეფუძნება 2021 წელს, თსს აკადემიაში და პალმაში ჩატარებულ, ქართველი და ესპანელი პოფესორების 6 გაცვლითი ვორქშოფის მასალას.
თსსა ვორქშოფებს, თემაზე 'თეთრი ქრონოტოპი - სხვადასხვა მედიის გამოყენებით' (რომელიც მიეძღვნა შშმ პირების ჩართულობას სახელოვნებო აქტივობებში), უძღვებოდნენ თსსა პროფესორები და პედაგოგები - ქეთევან მატაბელი, ნინო მგალობლიშვილი, თამუნა მალაზონია. ესპანელმა პროფესორებმა კი ჩაატარეს შემდეგი ვორქშოფები: Jordi Miquel SEMPERE ‘‘Lettering For Society’’ (გრაფიკა ), Miquel MUNTANER ESTARELLAS ‘Collaborative Open Source Animation ’ (ანიმაცია), Maria del Pilar ROVIRA SERRANO ‘Inclusive Fashion Design’ (მოდის დიზაინი შშმ პირებისთვის).