თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრში დასრულდა მხატვრული კერამიკის შემსწავლელი ორთვიანი კურსი.
პროგრამა შემუშავდა თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის - მხატვრული კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი იაშვილის მიერ. უწყვეტი განათლების კურსს უძღვებოდნენ კერამიკის მიმართულების პედაგოგები - ილია ბიგანაშვილი და აკაკი ინანიშვილი.
კურსი გათვალისწინებული იყო ფართო საზოგადოებისთვის.
აღნიშნული კურსის დასასრულს მოეწყო გამოფენა.