ENG


2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, გამართოს ონლაინ შეხვედრები უნივერსიტეტების სტუდენტებთან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპეტენტური პირებისგან.
სახელოვნებო მიმართულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც წარუძღვება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი  ანა კასრაძე, გაიმართება15 ოქტომბერს, პარასკევს, 14:00 საათზე.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ-ფორმატში - ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე
https://zoom.us/j/92177789854...(Meeting ID: 921 7778 9854Passcode: 703396)



ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია:
(ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი
· სამოტივაციო  წერილი
          სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.


აპლიკანტმა სტუდენტებმა  , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
 საბუთების მიღება დაიწყება  20 ოქტომბრიდან  და გაგრძელდება 30 ოქტომბრამდე 2021

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური,
nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719


აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არ ფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
. პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში