ENG




მოგეხსენებათ, კორონავირუსის (COVID 19) მსოფლიო პანდემიად გამოცხადების გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, არ არის დადასტურებული არც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩასატარებელი შემოქმედებითი კონკურსის (შიდა ტურის) თარიღი. თუმცა თსსა ადმინისტრაცია, მიმდინარე წლის 25 მაისიდან - 26 ივნისის ჩათვლით, აცხადებს ონლაინ რეგისტრაციას. გამოცდის თარიღის დადგენისთანავე, დაუყოვნებლივ მოგაწვდით ინფორმაციას.
გთხოვთ ადევნოთ თვალი ჩვენს ფეისბუქს და ოფიციალურ ვებ-გვერდს.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული:  
 https://old.old.art.edu.ge/form/view.php?id=16085


შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციის თანხა 20 ლარი, უნდა გადაიხადოთ რეგისტრაციის დასრულებამდე

სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289




შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლთან, ,,ელსევიერთან’’ ერთად იწყებს ვებინარების სერიას  “ელსევიერის”  სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებით. ვებინარები გაიმართება მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეში და მოიცავს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ თემატიკას, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისგან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოიყენოთ BrightTalk-ის პლატფორმა.

ვებინარების ჩატარების განრიგი იხილეთ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე ; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge