ENG


11 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით, მოხალისეთა რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორატის წარმომადგენლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. მოხალისეთა ორგანიზაციის წესდების, მიზნების, ამოცანების, კონცეფციისა და დანიშნულების დამსწრეთათვის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა მოხალისეთა ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვეს. ხელი მოეწერა ასევე, ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

8 დეკემბერს, „უწყვეტი განათლების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვია 146-ე საჯარო სკოლის, XI-ე კლასის მოსწავლეთა ჯგუფი, პედაგოგ თინათინ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტული სწავლების ფარგლებში, მოხდა სკოლის მოსწავლეების ინტეგრირება საბაკალავრო საფეხურის - ინტერიერის მიმართულების სტუდიაში, სადაც ვორქშოფი გამართა ასისტენტ-პროფესორმა, ნათია ქოიავამ. პედაგოგებმა - გია კარტოზიამ და ირინა ცინცაძემ, ზოგადი მიმოხილვით გააცნეს მოსწავლეებს ინტერიერის მიმართულების სპეციფიკა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფაკულტეტმა სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა არქიტექტორ ვანო ჩხენკელის საავტორო სახელმძღვანელო „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ასევე სამხატვრო აკადემიის სამუზეუმო სივრცეები.
პროექტის ავტორი: არქიტეტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტებისა და ერასმუს პროგრამების ხელმძღვანელი - ნესტან წიკლაური.

ცხადდება სტუდენტთა  ერთ-კვირიანი, ჯგუფური ერასმუს  მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი- BIP)  შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ( 2 - 2 საკონკურსო ადგილი),  2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თამაზ ვარვარიძე, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება ბრატისლავას აკადემიის  ფერწერის დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან, პროფესორ  Rasto Sedlacik-თან  კოლაბორაციაში, სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
·         სტუდენტის ხელმძღვანელი პროფესორის რეკომენდაცია 
·         განცხადება  კანცელარიაში

დედლაინი: 20 იანვარი, 2024

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ