ENG

სსიპ. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსსა-ს წესდებისა და თსსა „ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად, აცხადებს ღია კონკრსს (4 წლის ვადით) რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ასოცირებული პროფესორი (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის მიმართულებით)
აფილირებაზე თანხმობის ფორმა
კონკურსში მონაწილეობის განცხადების ფორმა
პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თანხმობის ფორმა
პროგრამა - შაბლონი
სილაბუსი - შაბლონი

საკონტაქტო ინფორმაციალოლა ციცხვაიატელ:597706175


16 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი - ალი ქაან ორბაი. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის ვიცე-რექტორი, თინათინ კლდიაშვილი, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი - გიორგი იაშვილი, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინისა და კერამიკის ტექნოლოგი, იუნესკოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სპეციალისტი, სენჯერ სარი. სტუმარმა დაათვალიერა მხატვრული კერამიკის სტუდია-სახელონო. საუბარი შეეხო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს, მათ შორის შედგა მოლაპარაკება კერამიკის ტექნოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვის თაობაზე.

აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება - 2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის 23 აპრილის ჩათვლით:
აკადემიის კანცელარიაში პორტფოლიოს წარდგენა - 2023 წლის 24 აპრილიდან 2023 წლის 5 მაისის ჩათვლით;
პორტფოლიოს განხილვა-შეფასება - 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით;
პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 22 მაისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 23-24 მაისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისი;

აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, გარემოს დიზაინი):
გამოცდა ხაზვაში - 2023 წლის 29-30 მაისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება - არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 2 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 3-4 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივნისი;
 
სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე:

გამოცდა „თავისუფალი კომპოზიცია“:
პირველი საგამოცდო ნაწილი (გრაფიკა) – 2023 წლის 5-7 ივნისი;
მეორე საგამოცდო ნაწილი (ფერწერა) – 2023 წლის 8-10 ივნისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება - არაუგვიანეს 2023 წლის 11 ივნისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 13 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 14-15 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისი.

ბრძანება