ENG

13-14 აპრილი, 2022 - ვორქშოფი არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

17 / 04 / 2022

13-14 აპრილი, 2022 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა ვორქშოფი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
კასტელოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló  ინტერიერის დიზაინის მიმართულების პროფესორმა - Mirentxu Sardina-მ გამართა სემინარი და ვორქშოფი. მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერიფიკატები.
ვორქშოფის თემა იყო - The feelings  neighborhood, რის მიხედვითაც შეიქმნა კონცეპტუალური მრავალსართულიანი სახლი. თითოეული ნაწილი (Box) განსაზღვრავდა გრძნობასა და განწყობას - სხვადასხვა სიტყვის მეშვეობით.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა გამოიჩინეს კრეატიულობა და შექმნეს ძალიან საინტერესო ფორმის და შინაარსის იმიტირებული მრავალსართულიანი მაკეტი.

ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ვორქშოფების სერია, ერასმუს+

13 / 04 / 2022

26-29 აპრილს თსსა დიზაინის ფაკულტეტს ეწვევა თსსა ერასმუს პარტნიორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის, სამრეწველო დიზაინის მიმართულების, 31 სტუდენტისა და 3 პროფესორისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორისაა ზალცბურგის უნივერსიტეტის ავეჯის დიზაინის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი  Marcus Schranzer და საერთაშორისო სამსახურის, ICM და პერსონალის მობილობის და ასევე ფულბრაიტის პროგრამის კოორდინატორი   Christine Heis, რომლებთანაც იგეგმება მოლაპარაკება  სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ახალი ერასმუს პროგრამის ფარგლებში.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ჯილდოები და სიგელები გადაეცათ

11 / 04 / 2022

9 აპრილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის ჯილდო და სიგელი გადაეცათ.
საუკუთესო გრაფიკული ნამუშევარი - გიორგი გაბისკირია.
საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი - ლუკა ხოფერია.
საუკეთესო ქანდაკება - ბექა ჩხაიძე.
მუზეუმში ასევე გაიხსნა სტუდენტების ჯგუფური გამოფენა, რომელიც 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
On April 9th at Zurab Tsereteli Museum of Modern Art a. Kutateladze Tbilisi State Academy of Art students were awarded with Diplomas.
The best painting - Giorgi Gabiskiria.
The best works of art - Luka Khoperia.
The best sculpture - Beka Chkaidze.
At Zurab Tsereteli Museum of Modern Art also opened students group exhibition, which will last till 30th of April.