2022 წლის 11-14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პალასის (ტარტუ, ესტონეთი) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტყავისა და კონსერვაციის დეპარტამენტის (
https://pallasart.ee/en/) ხელმძღვანელის, ბატონი RenéHaljasmäe ლექციებისა და ვორქშოფების სერია. მან სტუდენტებსა და კოლეგებს გააცნო ესტონეთში წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ისტორია და მეთოდოლოგია, ასევე ბიბლიოთეკებსა და არქივებში წიგნის კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები.