ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz
წარსადგენი დოკუმენტაცია:
(ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი
· სამოტივაციო წერილი
სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2 , ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
საბუთების მიღება დაიწყება 20 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრამდე 2021
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არ ფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
. პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში