თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც განხორციელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” ფარგლებში.
სპიკერები:
თამთა თამარ შავგულიძე - პროექტის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ პროფესორი;
ირინა ცაგარეიშვილი - არტ-ჰაკათონის მენეჯერი;
დავით ჩეჩელაშვილი - ამერიკაში ბაზირებული ტექ ენტერპრენერი, იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში 5 გლობალური სტარტაპის თანა-დამფუძნებელი, პროექტის “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” გუნდის წევრი;
ლელა ფირალიშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
თეონა ბებია - სამართალმცოდნე, ლიცენზირების და პატენტირების სპეციალისტი, პროექტის “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” კოორდინატორი;
ლანა ქარაია - ხელოვნებათმცოდნე, მუზეოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი;
ქრისტინე დარჩია - ხელოვნებათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი