ENG


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანი:
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა. დეტალური ინფორმაციისთვის, მითითებული ბმულის გამოყენებით ესტუმრეთ
სამეცნიერო ფონდის ვებგვერდს



თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ წარდგენილმა პროექტმა - “თანამედროვე ხელოვნების ბაზარი” გაიმარჯვა “საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდამჭერ” კონკურსში.
კონკურსი, რომელსაც სსიპ შემოქმედებითი საქართველო  ახორციელებს, ბრიტანეთის საბჭოს  მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერებას, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.